19:58 - 16 Jul, 2026
|
2016-05-16 11:37:26, 1335 ნახვა
მსოფლიო
იემენში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას პოლიციის 41 კურსანტი ემსხვერპლა
იემენის სამხრეთ ნაწილში, მუკალას პორტში “ისლამური სახელმწიფოს” წევრმა თავი აიფეთქა, რასაც პოლიციის 41 კურსანტი ემსხვერპლა, - ამის შესახებ Sky News Arabia იუწყება. მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღემატება. მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სულ ორი აფეთქება მოხდა. თავდასხმის სამიზნეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარმოადგენდა, რომელიც ტერაქტს გადაურჩა, თუმცა დაიღუპა მისი დაცვის ექვსი წევრი. ცნობისთვის, მუკალა ცოტა ხნის წინ სამთავრობო ძალების კონტროლის ქვეშ გადავიდა. იემენში მთავრობასა და ჰუსიტ ამბოხებულებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტი უკვე ერთ წელზე მეტია, გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)