2016-05-14 18:48:29, 559 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყრილობას ვერ დაესწრო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" ყრილობას ბათუმში გამგზავრების გამო ვერ დაესწრო.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, უსუფაშვილს ისევე, როგორც სხვა პარტნიორი პარტიების ლიდერებს, ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი გაეგზავნა.
"ვიცი, რომ ის ბათუმში გაემგზავრა. სამწუხაროა, რომ ბატონი დავითი ყრილობას ვერ დაესწრო, თუმცა მოწვეული იყო, როგორც სხვა პარტნიორი პარტიების ლიდერები",- განაცხადა პარლამენტის პრესმდივანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან