2016-05-14 17:39:48, 668 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი პარტიის შექმნას ჯერჯერობით არ ვაპირებ
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების” სიაში არ იქნება.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა ახალი პარტიის შექმნას, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, არ აპირებს.
„არ ვაპირებ სიაში ყოფნას. თუ გუნდს დასჭირდება ჩემი დახმარება წინა საარჩევნოდ, მე მათ რა თქმა უნდა მხარდაჭერას გამოვუცხადებ. მინდა ახალ გუნდს წარმატება ვუსურვო“ ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან