|
2016-05-14 12:56:44, 552 ნახვა
პოლიტიკა
”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“: მიღებული ცვლილებები ხელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას
„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები, ერთმნიშვნელოვნად ხელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. „მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში, აღმასრულებელი ხელისუფლება და საერთო სასამართლოები ემორჩილებოდეს კანონს, ხოლო პარლამენტი შეზღუდული იყოს კონსტიტუციური პრინციპებით. საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელება უნდა იყოს „არა თეორიული ან ილუზორული, არამედ კონკრეტული და ეფექტური“. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეძლოს ამ ფუნქციის შესრულება ისე, რომ სამართალწარმოების კონკრეტული შედეგით დასრულებას საფრთხე არ შეექმნას. ევროპული ქვეყნების საერთო სამართლებრივი ტრადიციების გათვალისწინებით, სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული მოსაზრება არ უნდა ჰქმნიდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობის სამართლებრივი შეფასების ბლოკირების და/ან საქმის განსხვავებული პროცედურით წარმართვის შესაძლებლობას. ნათელია, ცვლილებების მიზანს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე სახელისუფლო კონტროლის დაწესების სურვილი, რაც ნაკარნახევია იმ გარემოებით, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება (აქედან ორი - პრეზიდენტის კვოტით, ერთი - პარლამენტის, ერთი - უზენაესი სასამართლოს). ხელისუფლებას არა აქვს გარანტიები, რომ მისთვის მორჩილი კადრებით შეძლებს ჩანაცვლებას“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. დღევანდელ პლენარულ სესიაზე ორგანულ კანონპროექტს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თამჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5-წლის ვადით საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს. ამავე წესით მის ორ მოადგილეს აირჩევს. სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება - თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე აღარ ჩაერთვებიან და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით. კიდევ ერთი საკითხი იმ მოსამართლეებს შეეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10წლიანი ვადა ეწურებათ. სიახლეა ისიც, რომ 2/3-მდე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი იზრდება. გარდა ამისა, მეორე მოსმენით მიღებულ ვარიანტში განისაზღვრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი სრულად გამოცხადებისა და სასამართლოს ვებგვერდზე ატვირთვის შემდეგ შევა.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)