|
2016-05-13 18:56:29, 1290 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ესტონეთის მცხოვრები არსენ მარდალეიშვილი დააკავეს
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცახდებით, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ესტონეთიში მცხოვრები არსენ მარდალეიშვილი დააკავეს, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. როგორც მედია საშუალება, უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, მარდალეიშვილი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს. რუსეთის სპეცსამსახურების მტკიცებით, დაკავებული ესტონეთის პოლიციასთან თანამშრომლობდა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა. ცნობისთვის, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული 1969 წელს დაბადებული მოქალაქეობის არმქონე პირია. თებერვლის ბოლოს "შერემეტიოვოს აეროპორტში" რუსმა სამართალდამცველებმა ჯაშუშობის ბრალდებით ესტონეთის მოქალაქე რაივო სუსი დააკავეს, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მედიის ინფორმაციით, 2015 წლის ზაფხულში ჯაშუშობისთვის რუსეთში ესტონეთის კიდევ ერთ მოქალაქეს ესტონ კოჰვერს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სექტემბრის ბოლოს ის ესტონეთის პოლიციის ოფიცერზე ალექსეი დრესსენზე გაცვალეს, რომელიც ესტონეთში რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისთვის იხდიდა სასჯელს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)