|
2016-05-13 14:22:49, 574 ნახვა
პოლიტიკა
პიარის სპეციალისტი: დღევანდელი პარლამენტი დისკრედიტირებულია დეპუტატების მხრიდან
პიარის სპეციალისტის ელდარ პირმისაშვილის შეფასებით, პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოს იმიჯზე არ ზრუნავენ, შესაბამისად მათი მხრიდან პარლამენტის დისკრედიტაცია ხდება. მისივე თქმით, არსებობს ქცევის წესები რომელიც საერთოა ყველა სტრუქტურიასთვის, თუმცა დეპუტატებს ამ მხრივ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. პიარ-სპეციალისტის განცხადებით, პარლამენტის წევრებს ემოციების შეკავების ვალდებულება აქვთ. „პარლამენტის იმიჯი სათანადო დონეზე არ არის. საკანონმდებლო ორგანოს იმიჯის შექმნაზე, განვითარებაზე თუ ასოციაციების ჩამოყალიბებაზე არავინ არ ზრუნავს. ზოგადად ეს პრობლემაა, რადგან არა მარტო წესებისა და პროცედურების განხილვა უნდა ხდებოდეს, არამედ როგორი იმიჯი აქვს პარლამენტს. დღევანდელი პარლამენტი დისკრედიტირებულია. საზოგადოებას რომ ჰკითხოთ როგორი აფასებენ პარლამენტს, არა მგონია რომ დადებითი შეფასება იყოს. ძირითადად ეს გამოწვეულია იმით, რომ ხდება ისეთი აქტივობების გაშუქება, როგორიცაა ჩხუბი, კამათი და ა.შ. იქ არიან ადამიანები საქმისთვის და მეტი პასუხისმგებლობა აქვთ საზოგადოების წინაშე. ისინი არიან არჩეულები, შესაბამისად ხალხის წარმომადგენლები. ამიტომ მათ აქვთ თმენისა და ემოციების შეკავების ვალდებულება და თან საქმიანი იმიჯი. თუ დავაკვირდებით დღევანდელ პარლამენტს საქმიანი იმიჯი საერთოდ არ არის წამოწეული. რას აკეთებს პარლამენტი, რა კანონი მიიღეს ბოლოს, რამ შეცვალა საზოგადოებაში მათი როლი და ა.შ. ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. ხალხში ინფორმაციული შიმშილია, როდესაც პარლამენტის შესახებ ინფორმაცია აინტერესებს. ძირითადად პარლამენტიდან ნეგატიური ინფორმაცია მოდის. რა თქმა უნდა, ეს პარლამენტს ნეგატიურ იმიჯს უყალიბებს“, - აღნიშნავს ელდარ პირმისაშვილი. პიარის სპეციალისტი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიკური ეტიკეტი, რისი დაცვაც სავალდებულოა, მით უმეტეს პარლამენტარებისთვის. აცხადებს, რომ შეკამათება ყველაგან ხდება, მაგრამ იქ ეს კამათი საგნობრივი ხასიათისაა და პიროვნული კომპონენტების წამოწევა არ ხდება. „რა თქმა უნდა არსებობს პოლიტიკური ეტიკეტი, რაც მათ შორის ქცევის წესებსაც გულისხმობს. მსოფლიოში ხდება შეკამათება პარლამენტში, მაგრამ იქ ეს საგნობრივი შეკამათების სახეს ატარებს. საგნობრივ შეკამათებაში ვგულისხმობ იმას, რომ უნდა იყოს არგუმენტირებული სახის და არ უნდა ხდებოდეს პიროვნული კომპონენტების წამოწევა. ეს უნდა იყოს საგნობრივი და თან პროფესიონალური. ადამიანები ელოდებიან, რომ პარლამენტარებმა მათზე მეტი იციან. მათ აქვთ უფრო მეტი მანდატი, მეტი ვალდებულება და შესაბამისად ეტიკეტი. ამას თქმაც არ უნდა, რომ რაღაც ტიპის სტრუქტურაში არსებობს ქცევის წესი, ეს უნდა იყოს ყველასთვის საერთო, განსაკუთრებით პარლამენტისთვის. დეპუტატების მხრიდან, ასეთი ტიპის დამოკიდებულება უარყოფით გავლენას ახდენს მათზე. შესაძლოა ესეც პრობლემაა, რომ ამ წესებზე, ამ მიდგომაზე პარლამენტის მხრიდან არ კეთდება განცხადებები ხშირად, იგივე მოწოდებების კუთხით. შესაძლოა ამიტომ გვაქვს ეს პრობლემები“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ელდარ პირმისაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. კამათში საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატი ქალბატონები მონაწილეობდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს სთხოვა უმცირესობისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცა, ვინაიდან მისი აზრით ერთი და იგივე კითხვები მეორდებოდა. მანანა კობახიძემ კი განაცხადა, რომ ბოლო კითხვებს გივი თარგამაძე და დავით დარჩიაშვილი დასვამდნენ, ამის მიუხედავად ბესელიამ მუხლთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება დაიწყო. კობახიძემ ბესელიას მიმართა, რომ იქნებ მას მაინც მოესმინა მისთვის. კითხვების გაგრძელებას ითხოვდნენ უმცირესობის წარმომადგენლები. ამის შემდეგ უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მაგიდაზე მუშტების ბრახუნი დაიწყო. მას მანანა კობახიძემ ამის შეწყვეტიკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ პარლამენტში იყო და არა ზოოპარკში. ვითარების განმუხტა პარლამენტის თავმჯდომარემ სცადა, დავით უსუფაშვილი სხდომას შეუერთდა და ხუთ წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. შესვენების გამოცხადების შემდეგ მანანა კობახიძემ ოპოზიციას რეპლიკით მიმართა: "5 წუთი ხელების ბრახუნისთვის, გამოუშვით თქვენი ეენერგია“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ ყოფილა საქართველოს პარლამენტის მუშაობის ერთი გამონაკლისი. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის კამათი უკვე მიღებულ ფორმად იქცა.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)