|
2016-05-12 19:33:33, 659 ნახვა
პოლიტიკა
"ნუ აბრახუნებთ ხელებს, ზოოპარკში არ ბრძანდებით"-ხმაური პარლამენტში
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მომხსენებელ ეკა ბესელიასა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის შეკამათება მოხდა. ოპოზიცია კანონპროექტის მე-3 მუხლთან დაკავშირებით, შეკითხვების გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა ეკა ბესელიამ ვიცე-სპიკერს სთხოვა, კითხვები მოეხსნა და შემდეგ მუხლზე გადასულიყვნენ: "კითხვები მოიხნას, რადგან არ ეხება მუხლს, მეორდება ერთი და იგივე",-აღნიშნა ბესელიამ. კობახიძემ კი განაცხადა, რომ ბოლო შეკითხვებს დავით დარჩიაშვილი და გივი თარგამაძე დასვამდნენ. მიუხედავად ამისა, ეკა ბესელიამ შემდეგ მუხლთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება დაიწყო: "ქალბატონო, ეკა, იქნება თქვენ მაინც მომისმინოთ",-მიმართა კობახიძემ ბესელიას. კითხვების გაგრძელება საპარლამენტო უმცირესობის სხვა წარმომადგენლებმაც მოითხოვეს, რასაც ხმაური მოყვა. მანანა კობახიძემ მათ რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა "მოიქეცით ისე, როგორც ადამიანები იქცევიან, მივმართავ ოპოზიციას. ერთი და იგევე კითხვის დასმა თქვენი მხრიდან დროის გაჭიანურებას ემსახურება, სხდომას არ ჩაგაშლევინებთ",-მიმართა კობახიძემ ოპოზიციას. ამის შემდეგ უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მაგიდაზე ხელების "ბრახუნი" დაიწყო: "ქალბატონო ჩიორა, ნუ აბრახუნებთ, ზოოპარკში არ ბრძანდებით, პარლმაენტში ხართ",-მიმართა მანანა კობახიძემ ჩიორა თაქთაქიშვილს. პლენარულ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შუერთდა და ხუთ წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა: "5 წუთი ხელების ბრახუნისთვის, გამოუშვით თქვენი ეენერგია",-მიმართა მანანა კობახიძემ ოპოზიციას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)