12:26 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 22:46:18, 686 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ჩვენ აღარ გვჭირდება დაპირისპირება, გმირები და თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდები

"ჩვენ აღარ გვჭირდება დაპირისპირება, გმირები და თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდები" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა "2030-ში" განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით, მას უცხოეთიდან უამრავი ადამიანი ეხმიანება და ანგარიშების გახსნას თხოვს.

“ჩვენ ძალიან ბევრი დამფინანსებელი გვეყოლება. მეხმიანებიან უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ანგარიშის გახსნას მთხოვენ. ჩვენი პოლიტიკური ძალის სახელწოდება ფეისბუქზე ახლა ირჩევა, რაშიც ათასობით ადამიანია ჩართული. კანდიდატების შერჩევაში ყველა ჩვენი წევრი თუ დამფუძნებელი მიიღებს მონაწილეობას. მაისის ბოლოს დაფუძნების ღონისძიება გვექნება და ყველას მოვუწოდებ, ამ დიდი პროექტის დამფუძნებელი გახდეს”, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე იქვე აცხადებს, რომ დღეს საქართველოს სრულიად ახალი პერსპექტივა, პოლიტიკაში ახალი თაობა და ენერგია სჭირდება.  

“ჩვენ აღარ გვჭირდება დაპირისპირება, გმირები და თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდები. საქართველოში ხელისუფლებები ერთმანეთს ცვლიდნენ, მაგრამ ახალი ძალა, რომელიც მოდიოდა, ძველს მტერს უწოდებდა.  „ქართული ოცნებაც“ ასეთი ბოღმით და შურისძიებით მოვიდა.  არ შეიძლება, ყველაფერი შურისძიებაზე და ბოღმაზე დავაფუძნოთ. ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და გაერთიანება გვჭირდება.  უნდა ავირჩიოთ, ერთმანეთს დავუპირისპირდეთ და კიდევ ერთხელ ვიჩხუბოთ თუ გავერთიანდეთ და სრულიად ახალი განვითარება დავიწყოთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics