|
2016-05-11 17:49:06, 613 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი რუხაძე: „ქართულ ოცნებაში“ სრული ქაოსია, ამიტომ წინა ხელისუფლების ხერხების გამოყენება დაიწყეს
ოთხი წლის წინ „ქართული ოცნების“ პოზიციას ბიძინა ივანიშვილი გამოხატავდა, დღეს ამას ირაკლი კობახიძე აკეთებს, - ასე ეხმაურებიან „ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებას, „საქართველოს განვითარების ფონდში“, რომელმაც პაატა ბურჭულაძე „ნაცმოძრაობის“ სატელიტად მოიხსენია. როგორც ფონდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულ ოცნებაში“ სრული ქაოსია, ამიტომ მათ წინა ხელისუფლების ხერხების გამოყენება დაიწყეს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სატელიტებსა და აგენტებს უწოდებენ. „ბატონი კობახიძის განცხადება პირდაპირ მიუთითებს იმ პროცესებზე, რაც ხდება „ქართულ ოცნებაში“. ეს არის ის შიში და ქაოსი, რასაც „ქართული ოცნება“ არჩევნების გამო განიცდიან. ამაში ისინი ძალაუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს ხედავენ. შესაბამისად, მათ დაიწყეს ყოფილი ხელისუფლების მეთოდების გამოყენება. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როდესაც არ ეთანხმება მათ პოზიციას ისინი ხდებიან სატელიტები, აგენტები და ა.შ. ხდება საზოგადოების დაყოფა ჩვენიანებად და სხვისიანებად. „ქართული ოცნება“ ამ ბინძურ ხერხებს იყენებს, იმის ნაცვლად რომ ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ კურსზე, ევროსტრატეგიულ მიმართულებაზე, იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე, რაც ქართველი ხალხის წინაშეა. ამ პარტიაში დღეს ქაოსია, პატრიოტი და კვალიფიციური კადრები ტოვებენ პარტიას. თუ ოთხი წლის წინ „ქართული ოცნების“ პოზიციას ბიძინა ივანიშვილი გამოხატავდა, დღეს ამას კობახიძე აკეთებს. ამით ჩანს, პარტიაში მიმდინარე პროცესი. ნათელია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ როგორც პოლიტიკურმა პარტიამ თავისი თავი და შესაძლებლობები ამოწურა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ. შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ „თავისუფალი დემოკრატებს“, პაატა ბურჭულაძესა და „ლეიბორისტებს“ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები უწოდა. ეს განცხადება „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)