2016-05-11 13:52:52, 628 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები პარასკევს და შაბათს, 1 და 2 ივლისს ჩააბარებენ.
4-5 ივლისს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ, 6-7 ივლისს მათ უცხო ენის ჩაბარება მოუწევთ. 8 ივლისს - სამოქალაქო განათლება, 11 ივლისს - ქიმია, 14 ივლისს - მათემატიკა, 15 ივლისს - გეოგრაფია, 18 ივლისს - ისტორია, 20 ივლისს - ბიოლოგია, 21 ივლისს - ფიზიკა და ამავე დღეს აბიტურიენტები შეძლებენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჩაბარებასაც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან