12:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 10:01:41, 472 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოს თანამომხსენებლები: საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც მიუკერძოებელი არბიტრის როლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს

„საკონსტიტუციო  სასამართლოს,  როგორც  დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი  უზრუნველყოფილი უნდა იყოს“,-ამის შესახებ  ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების  განცხადებაშია აღნიშნული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცახდებაში თანამომხსენებლები მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მზადყოფნას, ვენეციის კომისიას გაუგზავნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი, ამ ცვლილებების მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტში განხილვამდე.

„ამან უნდა გააქარწყლოს ყველა შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, ხელი შეეშალოს საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას. უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის, მნიშვნელოვანი როლი . შეფასებისათვის უახლოეს დღეებში მიმართვის შემთხვევაში, ვენეციის კომისია შეძლებს საკითხის ივნისის პლენარულ სესიაზე განხილვას, რაც მისცემს საშუალებას პარლამენტს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცვლილებების საბოლოო მოსმენით დამტკიცებისას მიმდინარე საპარლამენტო სესიის დასრულებამდე“, - ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics