10:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 23:38:39, 523 ნახვა

პოლიტიკა
ჩიხრაძე: მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას ჩამოყალიბდნენ რა მიმართულება აქვთ კოალიციასთან

"მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას ჩამოყალიბდნენ რა მიმართულება აქვთ კოალიციასთან" - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

ჩიხრაძე "რესპუბლიკურ პარტიას" დროულად ჩამოყალიბებას ურჩევს. ის მიიჩნევს, რომ თუ მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს, არ შეიძლება მათი ერთ კოალიციაში ყოფნა.

„მე მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას, სჯობს, თვითონ ჩამოყალიბდნენ, თვითონ გაერკვნენ, რა მიმართულება აქვთ კოალიციასთან და, თუ ასეთი ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს მათ შორის, არ შეიძლება ერთ კოალიციაში ყოფნა. ეს ამომრჩეველშიც სერიოზულ დაბნეულობას გამოიწვევს,“  აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე. 

ჩიხრაძე აქვე დავით ზურაბიშვილს, პასუხობს, რომელმაც გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ "პრეზიდენტი გია ხუხაშვილის დარიგებით საუბრობს".

„გიორგი მარგველაშვილი სწორედ ის პერსონაა დღევანდელ პოლიტიკაში, რომელმაც ყველაზე დიდ ჭკუის დამრიგებლებისგანაც კი არ მიიღო დარიგებები,“ - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics