10:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 19:48:45, 512 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-კანადას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

2016 წლის  11-13 მაისს კანადას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით ეწვევა.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე.
 
განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის: პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. განხილული იქნება ორი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის აქტუალური თემები, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ყურადღება გამახვილდება მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
 
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები კანადის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან და კანადის პარლამენტში ნატოს საპარლამენტო ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეებთან. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აგრეთვე შეხვდება კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს.
 
ამასთან, კანადის კარლტონის უნივერსიტეტში გაიმართება დავით ზალკალიანის საჯარო ლექცია თემაზე „საქართველო დასავლეთისკენ: გამოწვევები და შესაძლებლობები", რომლის ფარგლებშიც  დაგეგმილია დისკუსია სტუდენტებისა და ექსპერტების მონაწილეობით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics