|
2016-05-10 16:51:29, 617 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას, თომას ჰამერბერგი სოხუმში შეისწავლის
„მე ვუთხარი პრემიერს, რომ მივემგზავრები სოხუმში, რათა შევაფასო ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება ადგილზე“, - ეს განცხადება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წამომადგენელმა თომას ჰამერბერგმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე თომას ჰამბერგმა და გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დადგენილებაზე, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხება. „შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მე ვუთხარი პრემიერს, რომ მივემგზავრები სოხუმში, რათა შევაფასო ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება ადგილზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი ანგარიშისთვის, რომელიც მოგვიანებით გამოიცემა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე," - განაცხადა თომას ჰამარბერგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)