|
2016-05-10 15:54:28, 326 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: ჩვენი და უმცირესობის ამოცანები ერთმანეთს არ ემთხვევა
ჩვენი და უმცირესობის ამოცანები ერთმანეთს არ ემთხვევა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მათ დაძახილზე არ მივსულიყავი საკრებულოში, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, საკრებულოში მისვლის გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობის მიწვევის საფუძველზე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო. „თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიწვევის საფუძველზე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 17 მაისს მივიდე საკრებულოში. კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმ პროექტის სიკეთეებზე, რომელიც დაკავშირებულია ქალაქში საკმაოდ მნიშვნელოვან განვითარებასთან, დამატებით რეკრეაციული სივრცის გაჩენასთან და საგზაო ინფრასტრუქტურასთან, რაც ქალაქის ორი ნაწილის ერთმანეთთან დასაკავშირებლად მნიშვნელოვანია. უმცირესობის წარნომადგენლების მთავარი ამოცანაა, შოუს მოწყობა, რაც ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენი ამოცანები ერთმანეთს არ ემთხვევა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მათ დაძახილზე არ მივსულიყავი საკრებულოში. მქონდა უმრავლესობასთან კონსულტაციები და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)