10:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 15:46:54, 431 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არმაზ ახვლედიანი პარტია „ქართული ოცნებიდან“ დიდი ხანია წასულია

„თავისთავად ის ფაქტი, რომ არმაზ ახვლედიანი აღარ არის „ქართულ ოცნებაში", ესეც არის იმის ნიშანი, რომ პარტია სერიოზულად მუშაობს გაჯანსაღებაზე. მათ შორის საკადრო მიმართულებით" -განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, არმაზ ახვლედიანს მისი არაადექვატური ქმედებებისა და განცხადებების გამო დაახლოებით ერთი წლის წინ შეუჩერდა პოლისტსაბჭოს წევრობის სტატუსი.

„არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია წასულია პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან". მას დიდი ხანია დატოვებული აქვს პარტიის პოლიტიკური საბჭო. ელემენტარული ინფორმაციაც კი არ აქვს იმის თაობაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს პარტიაში.

არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებები არ არის რელევანტური ჩვენთვის, ის არ არის ღირებული პოლიტიკური ფიგურა იმისათვის, რომ განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთოდ. მის განცხადებებს სერიოზულად ვერ მოვეკიდებით" - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics