|
2016-05-10 13:40:01, 544 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური ახვლედიანზე: ის ადრეც საუბრობდა ბებერ ნიანგებზე და მგლებზე, პოლიტსაბჭოს წევრი არ მეგონა თუ იყო
"ის ადრეც საუბრობდა ბებერ ნიანგებზე და მგლებზე. ყოველშემთხვევაში, პოლიტსაბჭოს წევრი არ მეგონა თუ იყო”,-ამის შესახებ პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა არმაზ ახვლედიანის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. "ის ადრეც საუბრობდა ბებერ ნიანგებზე და მგლებზე. ყოველშემთხვევაში, პოლიტსაბჭოს წევრი არ მეგონა თუ იყო. ზოგს მეტი ამბიცია აქვს, ზოგს საფუძვლიანი, ზოგს- უსაფუძვლო. ამის მიხედვით ზოგიერთი, რომელსაც ჰგონია, რომ მეტი ეკუთვნის და ვერ იღებს ამდენს, ამის გამო პრინციპულ საკითხებზე თვისობრივად სხვა შეხედულებები აქვს”,-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. არჩევნებში გამარჯვება ასეთ პარტიას ნამდვილად არ შეუძლია ნორმალურ, თანაბარ, დემოკრატიულ და კონკურეტნულ პირობებში, ამიტომ იგი მიმართავს სხვა გზას, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ის მიზეზები ახსნა, რატომაც პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი შეფასებით, ის რომ „ოცნებას“ გამარჯვება არ შეუძლია, ამის საუკეთესო დემონსტრირებაა ის, თუ რა ადამიანებითაა დაკომპლექტებული პარტიის მმართველი ძალა. ახვლედიანი იმასაც აცხადებს, ისინი წლების განმავლობაში ახერხებდნენ, გაეყალბებინათ, მოეტანათ შესაფერისი სასურველი შედეგი ხელმძღვანელებისთვის, ეთქვათ ყველაფერზე კი და არასდროს - არა. „ეს უბედურება სჭირს „ქართულ ოცნებას“ და ვერ მოახერხა მან ამ სენისგან თავის დაღწევა”,-ამბობს ახვლედიანი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)