19:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 09:40:44, 655 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე და ჩვენ ქართველებმა, რაოდენობრივად პატარა ერმა, შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ საქართველომ და ქართველებმა შეიტანეს. ყველას გილოცავთ ამ დღეს!" -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირი ვაკის პარკში,  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინა იმერლიშვილთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics