|
2016-05-07 16:41:30, 1237 ნახვა
მსოფლიო
კანადაში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ - ქალაქში 4000-მდე ადამიანია დარჩენილი
კანადის ქალაქი ფორტ მაკ-მიურეი ძლიერი ხანძრის გამო გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფორმაციით, 60 მეტრის სიმაღლის ცეცხლი ქალაქთან დამაკავშირებელ ერთადერთ ავტომაგსიტრალს მიუახლოვდა. ამჟამად ქალაქში დაახლოებით 4000 ადამიანია დარჩენილი. მათი ევაკუაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 6 მაისს მაშველებმა სტიქიის ზონიდან 5000 ადამიანი გამოიყვანეს. ფორტ მაკ-მიურეის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის - 88 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარე კვირის დასაწყისში განხორციელდა. ქალაქ ფორტ მაკ-მიურეიში ხანძარმა 1600-ზე მეტი სახლი და ადმინისტრაციული შენობა გაანადგურა. ცნობისთვის, ალბერტას შტატის ქალაქი ფორტ მაკ-მიურეი კანადის უმსხვილეს ნავთობსაბადოებთან მდებარეოს. ნავთობის მარაგის ოდენობის მიხედვით კანადის ალბერტას შტატი საუდის არაბეთისა და ვენესუელის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)