|
2016-05-07 11:00:21, 1168 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორს პატიმრობა მიუსაჯეს
თურქეთის სასამართლომ გამოცემა Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი ჯან დიუნდარი სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მას 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე დამნაშავედ ცნეს დიუნდარის კოლეგა ერდემ გიული, რომელსაც სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტამბოლში სასამართლო პროცესის დაწყებამდე დიუნდარს შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა. მსჯავრდებული არ დაშავებულა, თუმცა ფეხში ჭრილობა მიიღო ჟურნალისტმა, რომელიც პროცესს აშუქებდა. ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელი დააკავეს. ცნობისთვის, ჯან დიუნდარი და ერდემ გიული 24 ნოემბერს დააკავეს. ჟურნალისტებს ჯაშუშობაში, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებასა და ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ადანაშაულებდნენ. დიუნდარისა და გიულის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში პირადად პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შეიტანა. ჟურნალისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც გაზეთ Cumhuriyet-ში 2015 წლის მაისში გამოქვეყნდა 2014 წელს გადაღებული ვიდეო და ფოტოები, რომლებიც თითქოს ამტკიცებს, რომ თურქეთი სირიაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებას იარაღს აწვდის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)