|
2016-05-06 13:01:52, 3963 ნახვა
კულტურა
გიორგაძე 29 ჰექტარზე: გაყიდულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდება
გაყიდულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისისტრის თქმით, "ბოტანიკური ბაღის საზღვრები 2000 წელს დადგინდა, 2007-ში კულტურის მინისტრის ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, შესაბამისად ამ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდება. "ბოტანიკური ბაღის საზღვრები 2000 წელს დადგინდა, 2007-ში კულტურის მინისტრის ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა არ განსაზღვრულა არც საკადასტრო საზღვრები და არც სააღრიცხვო ბარათი სამწუხაროდ არ გაკეთებულა. შესაბამისად ამ საბოლოო მონაცემების მიხედვით რომელიც 2000 წელს დადგინდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიხედვით, იმას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამისად ამ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდება“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. მისივე თქმით, თუ მას მიიწვევენ პარლამენტში, შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე ის მივა და იქაც იგივე განცხადებას გააკეთებს. ცნობისთვის, ოპოზიცია აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)