|
2016-05-04 14:21:09, 1196 ნახვა
მსოფლიო
გაეროს უშიშროების საბჭო ალეპოში ვითარების ესკალაციის გამო საგანგებო სხდომას გამართავს
გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიის ქალაქ ალეპოში ვითარების ესკალაციის გამო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის გამართვის ინიციატორები საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იყვნენ. “ალეპო ცეცხლშია. მნიშვნელოვანია, რომ ამ უკიდურესად პრიორიტეტულ თემაზე გავამახვილოთ ყურადღება”, - განაცხადა გაერო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მეტიუ რაიკროფტმა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს ალეპოში შექმნილი ვითარების შესახებ ანგარიშს წარუდგენენ. France Press-ის ინფორმაციით, 3 მაისს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მისამართით ცეცხლის გახსნის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში 27 თებერვალს გამოცხადდა, თუმცა გასულ კვირას ალეპოში ვითარება გამწვავდა. 22 აპრილიდან ალეპოში 270-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 3 მაისს სერგეი ლავროვმა გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან სტეფან დე მისტურასთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ ალეპოში საბრძოლო მოქმედებების შეწვეტა უახლოეს საათებში მოხერხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)