2016-05-03 12:05:03, 651 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ძველ ვეძისში 600 ძირი წიწვოვანი ნერგი დაირგო
სოფელ ძველ ვეძისში 600 ძირი ნერგი დაირგო - 200 კედარი, 200 ჰორიზონტალური და ამდენივე ვერტიკალური კიპარისი თბილისთან შემოერთებული სოფლის მცხოვრებლებს თბილისის გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურმა მიაწოდა.
მერიის ინფორმაციით, გამწვანების აქციაში მონაწილეობა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ადგილობრივებთან ერთად მიიღო.
ნერგების ნაწილი სოფელში შემავალ გზაზე დაირგო, ნაწილი კი სხვადასხვა უბნებში გადანაწილდა.
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ადგილობრივებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ აქტიურობისათვის, რასაც ისინი მათი სოფლის განვითარებისათვის იჩენენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან