|
2016-05-02 13:48:00, 901 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი ავღანეთში დასრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ავღანური ვიზიტის დასასრულს ქაბულში ცენტრალური სარდლობის ბაზას ეწვია, სადაც "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ეგიდით მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეულია დისლოცირებული. გენერალ-მაიორმა ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში საქართველოს ერთგული სამსახურისთვის. ქართული მხარის ინიციატივით, მისიაში მონაწილე 23-ე ბატალიონის "ალფა" ასეულისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ამერიკელი სამხედროები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. მათ შორის ცენტრალური სარდლობის ბაზის მეთაური, პოლკოვნიკი ალექს ფინკი, მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ტრევის სმიტი და სერჟანტ-მაიორი ერნესტ ჰეფნერი. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის კი ასევე უწყებრივი მედლები გადაეცათ მაიორ რობერტ ჰუდსა და მასტერ-სერჟანტ ჯონათან როუზს. გენერალური შტაბის უფროსი და ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე პირისპირ შეხვდნენ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებსაც. მათ შორის მისიის მეთაურის პირველ მოადგილეს, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტ სენდი სთორისა და ჰამიდ ყარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურს, თურქ გენერალ მეჰმეთ ბაქირს. ვიზიტის დასასრულს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამერიკელ ოთხვარსკვლავიან გენერალს, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მეთაურ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა, სადაც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)