11:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 12:46:24, 530 ნახვა

საზოგადოება
2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, უმაღლესი განათლება საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 26,7%-ს აქვს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგად, 10 წლისა და უფროსი  ასაკის მოსახლეობაში  განათლების მიღწეული დონის შესახებ გახდა ცნობილი.

აღწერის შედეგად,  მოსახლეობის 26,7% უმაღლესი განათლების  მქონეა, პროფესიულის-17,4%, სრული ზოგადო განათლების-36,7%.  ზოგადი განათლების  საბაზო საფეხური მიუთითა 8,4%-მა, ხოლო დაწყებითი საფეხური-5,7 პროცენტმა.

განათლების დონის შესახებ მონაცემები განსხვავდება დასახლებების ტიპების მიხედვით. მაგალითად,  უმაღლესი განათლების მქონე  მოსახლეობის 78,0 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 22,9 პროცენტი-სასოფლოში. სრული ზოგადი განათლების მქონეთა 47,2 პროცენტი საქალაქო დასახლებებშია, ხოლო 52,8 პროცენტი-სასოფლოში.

საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3724 დასახლება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics