2016-04-28 12:40:51, 536 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 83,4%-ს მართლმადიდებლები შეადგენენ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეოობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 83,4%-ს მართლმადიდებლები შეადგენენ, მუსლიმური სარწმუნოების მატარებელია მოსახლეობის 10,7 პროცენტი, ხოლო სომხური-სამოციქულო აღმსარებლობის მიმდევარია 2,9%.
საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.
საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3724 დასახლება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან