10:25 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 16:41:28, 585 ნახვა

საზოგადოება
აქცია „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ იწყება

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ და შპს „თბილისის მიკროავტობუსის“  მხარდაჭერით, სოციალურ აქციას - „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ იწყებს. 

 „აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მძღოლებს, გზა დაუთმონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რათა მათ დროულად შეძლონ პაციენტამდე მისვლა. თითოეული წუთი, დაკარგული გზაში, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ასეთი სახის აქცია ერთგვარი შეხსენებაა მძღოლებისთვის, რომ ხმოვანსიგნალიანი მანქანისთვის გზის დათმობა პაციენტის დახმარებას ნიშნავს“. - აცხადებენ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

სტიკერები ამ სლოგანით უკვე გაკრულია თბილისში მოძრავ ავტობუსებზე.  მალე  აქციას სამარშრუტო მიკროავტობუსები და ტაქსის რამდენიმე კომპანიაც შეუერთდება. 

ცენტრი მზადაა, მიაწოდოს შესაბამისი ზომის სტიკერები მსუბუქი ავტომობილების  მფლობელებს, რათა მათაც შეძლონ აქციაში მონაწილეობის მიღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics