2016-04-26 12:00:50, 750 ნახვა
საზოგადოება
„კომპანია „მეტრო“ბაზრის მონოპოლიზაციას ცდილობს“ - ავტობუსის მძღოლები აქციას მართავენ
ორთაჭალის ავტოსადგურში ავტობუსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს. მძღოლები თურქული კომპანია "მეტროს" ბაზარზე ოპერირებას აპროტესტებენ.
მათი განმარტებით, შპს "მეტროს" ავტობუსები მათ შიდა რეისებში ეცილებიან და კლიენტებს ართმევენ, რადგან აღნიშნული კომპანია მგზავრებს შედარებით დაბალ ფასში სთავაზობს მგზავრობას.
მათი თქმით, კომპანია ბაზრის მონოპოლიზაციას ცდილობს.
თავის მხრივ, კომპანია "მეტროს" მენეჯერი, ირაკლი სირაძე, ფასების დაწევას უარყოფს და ამბობს, რომ ფასები "მეტრომ" თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირიქით, მოამატა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან