10:27 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 10:57:12, 552 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ევროპის რვაგზის ჩემპიონი გახდა

ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები რუსეთის ქალაქ ყაზანიდან თბილისში დაბრუნდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდური ჩემპიონატის ფინალში კი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და კონტინენტის ჩემპიონები მერვედ გახდნენ. 

ევროპის ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დახვდა და წარმატება მიულოცა.
ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა მასპინძელი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს. ფინალურ დაპირისპირებაში გამარჯვებები ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

ფინალურ შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის 1/8 ფინალში უნგრეთი 5:0, 1/4 ფინალში საბერძნეთი 4:1, ხოლო 1/2 ფინალში პოლონეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მერვედ მოიპოვა. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს. ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ვარლამ ლიპარტელიანია (-90) გახდნენ.

ქართველი ძიუდოისტები დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისში სამშაბათს, ჩამოფრინდნენ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics