19:02 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 16:07:53, 899 ნახვა

სამართალი
„წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

23 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრებმა ოქროს შემოტანის წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

"აზერბაიჯანის მოქალაქე ს.ბ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ ძვირფასი თვლებით გაფორმებული 55,03 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3988,64 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3988,64 ლარის ოდენობით",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics