|
2016-04-25 15:32:54, 674 ნახვა
საზოგადოება
რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისთვის გამოცხადებული აქცია გრძელდება
რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მიზნით მიმდინარე აქციით ამ დრომდე 2500-ზე მეტმა პირმა ისარგებლა. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით გამოცხადებული აქცია, რომელიც პოტენციურ ამომრჩეველთა სიის სრულყოფას ისახავს მიზნად, 15 თებერვალს დაიწყო და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტი სწორედ იმისთვის შეიმუშავა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება და ამ უფლების რეალიზება დაუბრკოლებლად შეძლოს. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს: მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას. ამჟამად მიმდინარე აქციით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე სრულწლოვან პირებს, ან მოქალაქეებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 2016 წლის 30 ოქტომბრამდე, უსრულდებათ 18 წელი. შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომლებიც რეგისტრაციიდან არიან მოხსნილი. აქციის ფარგლებში, მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, თუ ისინი ახალ მისამართზე გაივლიან რეგისტრაციას. მოქალაქეს, რომელმაც არ იცის დანამდვილებით, მოხსნილია თუ არა რეგისტრაციიდან, ამის გარკვევა შეუძლია სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.sda.gov.ge (http://sda.gov.ge/?page_id=8677), ან სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერზე (2 40 10 10) უფლებამოსილი პირისგან. ინფორმაციისთვის, პირი რეგისტრაციიდან იხსნება შემდეგ შემთხვევებში: ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი ბოლო 6 თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბინის ახალი მესაკუთრე საკუთრების რეგისტრაციისას მოითხოვს ფართის ძველი მესაკუთრისა და აღნიშნულ მისამართზე დაფიქსირებული პირების რეგისტრაციიდან მოხსნას და სხვ. ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს აქცია იმ პირებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი (ანუ აქვთ ვადაგასული პირადობა/პასპორტი). გაუქმებული დოკუმენტების მქონე პირები პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობების უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთებას სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის ფილიალებში და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ. აღნიშნული აქციების შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლია იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების სამსახურის საშუალებით, ტელეფონის ნომერზე - 2 405 405.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)