08:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-24 11:01:16, 581 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დელეგაცია ესტუმრა

შსს-ს მომსახურების სააგენტოს აშშ-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დირექტორი კრის ვიგინტონი, დირექტორის მოადგილე ტონი ჰაიტაუერი და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერი  ეწვივნენ.

სტუმრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტო დაათვალიერეს და არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. აშშ-ს დელეგაციის წევრები მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების, ასევე, სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების პროცესს გაეცნენ. მომსახურების სააგენტოში მათ ის ინოვაციური პროექტებიც წარუდგინეს, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

აშშ-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტით შსს-ს აკადემიას სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტებში იმყოფებოდნენ. ამერიკელი სტუმრები შს სამინისტროს დანაყოფების მუშაობის პროცესს და განხორციელებულ რეფორმებს ადგილზე გაეცნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics