|
2016-04-23 17:13:35, 601 ნახვა
საზოგადოება
„აუდიტორია 115“-ი: პრემიერთან შეხვედრა პოზიტური იყო
„აუდიტორია 115“-ის წევრი სტუდენტების განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყველა იმ თემაზე ესაუბრნენ, რაზეც პასუხების მიღება სურდათ. როგორც სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელმა აღნიშნა, შეხვედრა პოზიტიური იყო და პრემიერმა სტუდენტების მოკლევადიანი გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღო. „შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. პრემიერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მოკლევადიანი გეგმების განხორციელება დაიწყება. ცხადია, დისკუსიების ფონზე, მაგრამ დაიწყება. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აღარ ჰქონდეს რექტორად კენჭისყრის უფლება. პოზიტიური განწყობა არსებობს. უბრალოდ, პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ მარტო ჩვენ არ ვართ, სხვებიც არსებობენ, მათაც უნდა შევუთანხმოთო. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ მან ცალკე დისკუსია აწარმოოს“, - განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლემა, ლევან ლორთქიფანიძემ. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა თავიანთ გრძელვადიან გეგმებზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მათ სურთ, უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის გაზრდა. მათი თქმით, პრემიერი მზად არის, ამ მიზნით პლატფორმა შექმნას. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სტუდენტები გიორგი კვირიკაშვილს ესაუბრნენ, შეეხებოდა ე.წ. ოდეერების საკითხს. მათ პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია სპეცსამსახურების მხრიდან სტუდენტების ოჯახების დაშინებასთან დაკავშირებით. „მივაწოდეთ პრემიერს ინფორმაცია, რომ ჩემს ოჯახს და ჩემი მეგობრების ოჯახებს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები აშინებენ, გარკვეულ ზეწოლას ახდენენ მათზე. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ შეიძლება მართლა არსებობდეს მსგავსი სახის შემთხვევები, რასაც ვერ გამორიცხავს, რადგან სტრუქტურის რეფორმირება ახლა ხდება. ის დაგვპირდა, რომ ყველანაირად შეეცდება, ასეთი მოქმედებები აღარ განხორციელდეს და ჩვენს ოჯახებს აღარ აშინებდნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები“, - განაცხადა "აუდიტორია 115"-ის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ნათია ქარჩილაძემ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)