07:25 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 17:01:24, 517 ნახვა

საზოგადოება
პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტება

პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, დღეს 00:00 საათიდან 24 აპრილის დილის 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით,  ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, მალის ნაშენის მოწყობა.

პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას, რაც განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს.

თბილისის მერია მოსახლეობას  შეფერხებისთვის  ბოდიშს უხდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics