07:25 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 15:00:34, 535 ნახვა

საზოგადოება
რეგიონული განვითრების სამინისტრო და ფერმერთა ასოციაცია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა ფერმერებმა სამინისტროს  მადლობა გადაუხადეს რეგონებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.

როგორც ფერმერებმა აღნიშნეს,  ძირითადი  პრობლემა გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა და  წყალმომარაგების სისტემაა.

უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მცირე  და საშუალო ბიზნესმენთა მხარდასაჭერად მზადყოფნა გამოთქვა.  ასევე,   გამოითქვა მზადყოფნა სამინისტროს კოორდინირებით მიმდინარე პროგრამების ფარგლებში გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა რეგიონებში.

ფერმერთა ასოციაცია 2012 წლიდან არსებობს და არა მარტო ფერმერთა ჯგუფებს, არამედ ინდივიდუალურ ფერმერებს და სოფლის მეურნეობის კუთხით მომუშავე ორგანიზაციებს და ასოციაციებს აერთიანებს. შეხვედრაზე აღინიშნა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რეგიონებიდან მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად ახალგაზრდა ფერმერების ხელშეწყობას.   

სამომავლოდ მხარეები უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე  შეთანხმდნენ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics