07:26 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 13:59:21, 508 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახალგაზრდების მოხალისეობის საერთაშორისო კვირეულს შეუერთდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი „ახალგაზრდების მოხალისეობის საერთაშორისო კვირეულს“ უერთდება და მედიაციის სახლის ბენეფიციარ გოგონებს სამდღიან პროექტს სთავაზობს.

ცენტრის ინფორმაციით, პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება. კვირეულის მიზანია ახლაგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებისა და საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმიანობის კეთების ხელშეწყობას.

მედიაციის სახლში, კვირეულის ფარგლებში, ჩატარდება პროექტი „ჯანმრთელი გოგონები, ჯანმრთელი მომავლისთვის“. მასში 20 გოგონა ჩაერთო. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება და მოიცავს როგორც სატრენინგო, ისე პრაქტიკულ დღეს. პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართება ფიტნეს კლუბში „Fit Curves Tbilisi”, სადაც პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ პროფესიონალ ინსტრუქტორთან ფიტნესტრენინგი გაიარონ. პროექტის სამიზნე ჯგუფს სხვა ბენეფიციარებთან ერთად წარმოადგენს განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართული 15-19 წლის გოგონებიც.

როგორც ცნობილია, მოხალისეობის საერთაშორისო კვირეული 1988 წლიდან, ყოველწიურად, გაზაფხულზე აღინიშნება და აერთიანებს  ახალგაზრდებს მსოფლიოს 135 ქვეყანას. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics