14:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-21 11:36:39, 683 ნახვა

საზოგადოება
კომისიამ 42 ეკომიგრანტი ოჯახისათვის სახლის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

კომისიამ,  ეკომიგრანტთა განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად,  ყველაზე  მაღალი ქულის მქონე 34 ოჯახის, ხოლო გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე 50 ეკომიგრანტი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილა.

როგორც “ექსპრესნიუსს“  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე  ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება 42 ეკომიგრანტი ოჯახი,  ხოლო 12 ოჯახის შესახებ მონიტორინგის ჯგუფები დამატებით ინფორმაციას მოიკვლევენ.

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“  სხდომა გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში,  სამინისტრო 100-მდე ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო გარემოში სახლს გადასცემს. SDC-ის დაფინანსებით, მიმდინარე წელს სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის დამატებით შესყიდულ იქნება 40-მდე სახლი.

კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლები, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კომისიის მუშაობის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics