02:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 12:16:59, 504 ნახვა

საზოგადოება
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები ჩატარდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა რიკოთის საუღელტეხიულო მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები  დაათვალიერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის გასწვრივ  მჭიდროდ დასახლებული სოფლები:  ხევი, ხუნევი, ვერტყვიჭალა, ბორითი, უბისა, შროშა, წევა და შორაპანია განლაგებული. პროექტით განსაზღვურლ მონაკვეთზე მოეწყო გზის საფუძველი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასფალტ–ბეტონის საფარს.  ასევე, დამონტაჟდა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, გაბიონები, გზის საყრდენი კედლები და საგზაო ნიშნები. 

„პროექტი დასასრულს უახლოვდება და დარჩენილია მხოლოდ, გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 359 000 ლარია“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics