|
2016-04-16 10:41:42, 676 ნახვა
საზოგადოება
Gem Fest 2016-ის ჰედლაინერების ვინაობა ცნობილია - პოლ კალკბრენერი და ფედე ლე გრანდი ანაკლიაში !
Gem fest-ის ჰედლაინერების ვინაობა ცნობილია. აგვისტოში საქართველოს მსოფლიო დონის არტისტები ეწვევიან. Paul Kalkbrenner, Fedde Le Grand, Paul Van Dyk, Stephan Bodzin, Gus Gus, Dub FX ,Boris Brejcha და სხვა 100-მდე ელექტრონული მუსიკის ლეგენდას 10-დან 14 აგვისტოს ჩათვლით ანაკლია-განმუხურში Gem fest 2016 უმასპინძლებს. გერმანელმა ლაივ არტისტმა პოლ კალკბრენერმა მთავარი როლი შეასრულა საკულტო ფილმში Berlin Calling, რომელიც იმ წლის ჰიტად სწორედ საუნდტრეკების გამო იქცა. ფილმის ყველა საუნდტრეკი პოლმა დაწერა, ერთ ტრეკში კი ძმა დაიხმარა და ასე შეიქმნა Sky & Sand – კომპოზიცია, რომელიც 200 000 -იანი ტირაჟით გაიყიდა და გერმანიის ჩარტების ისტორიაში ყველაზე დიდი ხანი - 129 კვირა იყო ჩარტების ლიდერი. ჰოლანდიელი არტისტი ფედე ლე გრანი ისეთი ფესტივალების ყოველწლიური ჰედლაინერია, როგორებიცაა, UMF, TomorrowLand, Sensation, Coachella. 2007 წლის შემდეგ ჰოლანდიელი არტისტი ყოველწლიურად ხდება DJ Mag-ის გამოკითხვებში სოლიდურ პოზიციაზე და არ კარგავს აქტუალურობას Edm სცენაზე. Le Grand თავის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რემიქსერად ითვლება, რადგან მას რემიქსები აქვს ისეთი არტისტებისთვის გაკეთებული, როგორებიც არიან Coldplay, Michael Jackson და ა.შ. Gem fest - ის ჰედლაინერების დასახელება გრანდიოზული ფოიერვერკითა და ორიგინალური ლაზერ შოუთი აღინიშნა, რომელსაც 1000-ზე მეტი Gem fest-ის თაყვანისმცემელი დაესწრო, რათა პირველებს გაეგოთ, თუ ვინ ეწვევა წელს ანაკლიას. “არტარეაში” გამართულ პრესკონფერენციაზე კარვების ქალაქთან ერთად, Gem fest-ის სამოსის შოურუმი მოეწყო. Gem fest 2016 ანაკლიაში, 10-14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და ის ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინვესტიციების შემოდინებას, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას,ასევე მოსახლეობის დასაქმებასა და მათი შემოსავლების ზრდას. ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიები Sound Group, Visual Group და ელექტრონული მუსიკის სადგური Radio Kub/r/ick 97.5FM იყო.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)