19:02 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 16:41:09, 880 ნახვა

სამართალი
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის კანონდარღვევით ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა თბილისში, 73 700 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადაამოწმეს „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც მოქალაქე გ.მ.-ს ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე გადაჰქონდა შპს „მ.ზ.“-ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი, კერძოდ, ელექტროტექნიკა.

„სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილებამ ჩაატარაა შესაბამისი ექპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ელექტროტექნიკის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 73700 ლარი.

აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics