00:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 15:40:46, 1108 ნახვა

საზოგადოება
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა გადაეცემა

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა გადაეცემა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ავტომობილები უკვე საქართველოშია.

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის მათი სამედიცინო წესით აღჭურვა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა პირადად გაეცნო.

აღჭურვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 20 მაღალი გამავლობის მანქანა რეგიონებში განაწილდება. რაიონულ სამსახურებს სპეც-ავტომობილები საჭიროების მიხედვით გადაეცემა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 180 საშუალო და მაღალი გამავლობის მანქანით 2014 წელს აღიჭურვა.  20 ახალი სპეც-ავტომობილის გადაცემის შედეგად, რეგიონული სასწრაფოს ავტოპარკი სრულად განახლდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics