23:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 18:09:17, 597 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი: ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენა

ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც დედაენის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

„დღეს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ქართული ენა ჩვენი ერის უდიდესი სიმდიდრე და ჩვენი იდენტობის პირველი ნიშანია.

1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად ათასობით კაცი გამოვიდა ქუჩაში. მაშინ ეს იყო წარმოუდგენელი გამბედაობა და ვაჟკაცობა. ეს მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ საბჭოთა რეჟიმი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და დაეკმაყოფილებინა ერთ მუშტად შეკრული ხალხის მოთხოვნა.  ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.

14 აპრილის პროტესტმა ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის დაიცავს თავის  უმთავრეს ღირებულებებს. დღეს ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენა.

მთელ საქართველოს ვულოცავ დედაენის დღეს“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics