23:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 14:01:40, 688 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე მალე რეგულაციები ამოქმედდება

 „თამბაქოს კონტროლის შესახებ რეგულირება უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, მუშაობს თუ არა  მისი უწყება ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციტივაზე, გამკაცრდეს თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები საზოგადოებრივი თავშეყრის ადილებში.

სერგეენკოს თქმით, სამინისტრომ ნაწილობრივ დაასრულა პროექტზე მუშაობა, ტექნიკური საკითხებია დასაზუსტებელი და მალე რეგულაციები ამოქმედდება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი არსებობდა, თუ არ ვცდები 2010 წლიდან. არ იყო განსაზღვრული ამ კონტროლის ადმინისტრირების საკითხები. ამ მხრივ რამდენიმე ათეული, შეიძლება 100-მდე საკითხი იყო დასაზუსტებელი: ვის, როგორ, გარდამავალი შეზღუდვა, ნაწილობრივი შეზღუდვა და ა.შ. უკლებლივ ყველას გაეცა პასუხი, რჩება 2 ტექნიკური საკითხი, რომელზეც, ვფიქრობ, მალე დასრულდება მუშაობა და ეს რეგულირება უკვე ამოქმედდება“,- განაცხადა  დავით სერგეენკო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics