|
2016-04-14 13:21:02, 546 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
თბილისში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, კონფერენციაში 100-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. „22-23 აპრილს, 09:30 საათზე, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება საქართველოში.“ ორდღიანი კონფერენცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა), გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით ტარდება და მასში 100-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში მოწვეულ უცხოელ სტუმრებს შორის არიან: Ericsson-ისა და TeliaSonera-ს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და ბიზნეს ეთიკის ექსპერტები სათაო ოფისიდან, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ხელმძღვანელი ნიუ იორკის სათაო ოფისიდან, პოლონეთის გლობალური შეთანხმების ქსელის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები, და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენელი. კონფერენციის ფარგლებში მიმოხილული იქნება კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტადარტები, საერთაშორისო და ქართული პრაქტიკა და საქართველოში აღნიშნული მიმართულების განვითარების პერსპექტივები. კონფერენციის პირველ დღეს ასევე დაფუძნდება გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი საქართველოში. კონფერენცია იმართება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით, აშშ საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კონფერენციის პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმება და ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“, - ნათქვამია სიდა-ს განცხადებაში.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)