15:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 12:53:18, 466 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძე „აუდიტორია 115“-ზე: ვერავის დავეთანხმები, რომ ცვლილებები ფორმალურია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „აუდიტორია 115“-ის სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვერავის  დაეთანხმება იმაში, რომ ცვლილებები  ფორმალურია.

როგორც სანიკიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანი ცვილებები და რეფორმების ფორმები შესთავაზეს სტუდენტებს, რომელშიც მათი მოთხოვნების 80%-ზე მეტია   ასახულია.

მინისტრის განმარტებით, „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შეთანხმდნენ,  რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც  საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ყველა ახალგაზრდას, სტუდენტს შეეხება საჭიროებს დამატებით საჯარო განხილვებს და ასეთი განხილვები გაიმართება.

 „ჩვენ ვისაუბრეთ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვერავის  დავეთანხმები, რომ ცვლილებები არის ფორმალური. ძალიან მნიშვნელოვანი ცვილებები და რეფორმების ფორმები შევთავაზეთ ჩვენ სტუდენტებს, რომელშიც 80% მათი მოთხოვნებისა თუ არა მეტი, არის გათვალისწინებული და ასახული, როგორც ამას მოითხოვდნენ. ასახული არის არა იმიტომ, რომ რომელიმე კონკრეტული ჯგუფი ამ ცვლილებას მოითხოვდა, არამედ ასახულია სწორედ ის ცვლილებები, რომელიც საჭიროა რომ აისახოს, იმისათვის რომ ეს კონკრეტული ახალგაზრდული მიმართულებება უნივერსიტეტში წარიმართოს კანონიერად, გამჭვირვალედ და ისე, რომ უზრუნველყოს ნამდვილად საუნივერსიტეტო ცხოვრება.

ის რომ საუბარია ერთიანი სტრუქტურის არ არსებობაზე, რომლის არსებობასაც ეწინააღმდეგება „აუდიტორია 115“-ის წევრები, ამაზე გვქონდა განხილვა გუშინ, იყო არგუმენტები ჩვენი მხრიდან, მათაც აქვთ ნამდვილად არგუმენტები, ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ ნებისმიერი ასეთი ცვლილება, რომელიც მთლიანად საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ყველა ახალგაზრდას, სტუდენტს შეეხება საჭიროებს დამატებით საჯარო განხილვებს. რომელზედაც მივიღეთ თანხმობა, რომ უინივერსიტეტებში ასეთი განხილვები გაიმართება. ჩვენ ეს მონახაზი გავუგზავნეთ უნივერსიტეტებსაც, რომლეთა ადმინისტრაციებმაც უნდა უზრუნველყონ საჯარო განხილვები, მხოლოდ ამის შემდეგ დავუბრუნდებით ჩვენ ამ თემა  და ვნახავთ შეთავაზებული ვერსია სად საჭიროებს კორექტირებას, რა ცვლილებებს განვახორციელებთ კიდევ”, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics