11:39 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 17:32:56, 1302 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძემ ქობულეთში ალკოჰოლის საწარმო მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მდებარე ალკოჰოლის საწარმო მოინახულეს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალკოჰოლის საწარმო პირველ ეტაპზე არაყს, ვისკის და ჯინს აწარმოებს. საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობა სხვა სახის ალკოჰოლური სასმელების წარმოების საშუალებასაც იძლევა. სამომავლოდ დაგეგმილია ლიქიორების და ნაკლებად ალკოჰოლური სასმელების (კოქტეილები) რეალიზაცია. ამ ეტაპზე დასრულებულია საწარმოს მშენებლობა და შენობის ინტერიერის და ეზოს მოწყობის სამუშაოები მიდმინარეობს.

დღეისათვის  ობიექტზე 40-45 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობა სამომავლოდ  130-150 მდე გაიზრდება. შპს „პარკ გიდა" საწარმოს მოწყობაში არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
Axios: ვიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტებს ჩართავენ
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრების პირობა დადო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics