|
2016-04-13 14:30:27, 563 ნახვა
საზოგადოება
TEDxTbilisi 17 აპრილს ჩატარდება
იდეების ეპიდემია თბილისში - TEDxTbilisi 17 აპრილს ჩატარდება. საქართველოს ბანკის სათავო ოფისში დღეს #TEDxTbilisi 2016-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წელია ამ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. მეოთხე ყოველწლიური ღონისძიება 2016 წლის 17 აპრილს, 11:30 ზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში (ა. გრიბოედოვის 10ა) გაიმართება. TEDxTbilisi არის TED-ის მიერ ლიცენზირებული, დამოუკიდებლად ორგანიზებული ერთდღიანი ღონისძიება. TED წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი ინოვაციური და ინსპირაციული იდეების გაზიარებაა. “წლევანდელი ღონისძიების თემა ინოვაციებისა და ტრადიციების დაპირისპირებაა. TEDxTbilisi-ის მაყურებლების მიერ ნომინირებული სპიკერები წარმოადგენენ პროექტებს და იდეებს, რომლებიც ინოვაციის და ტრადიციის გადაკვეთაზე ჩაისახა. ტრადიციულად, პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანია. გამომსვლელებს შორის არიან ასტროფიზიკოსი, მზარეული, მიკრო - ბიოლოგი, მომღერალი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი და ა.შ. დეტალური ინფორმაცია სპიკერებსა და მათ მოხსენებებზე ხელმისაწვდომია TEDxTbilisi-ის ინტერნეტ გვერდზე”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. როგორც TEDxTbilisi-ს წარმომადგენელმა, მერი გაბაშვილმა აღნიშნა: TEDxTbilisi-სთვის სპიკერები სხვადასხვა მიზეზით არიან შერჩეულნი - ნაწილი მათთვის განკუთვნილი თემისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და ერთგულების გამო, ზოგი ინსპირაციული მოსაზრებების. „გასულ წლებში TEDx-მა უპრეცედენტო მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ კვლავ გვეძლევა შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ მეოთხე ღონისძიებას. ჩვენთვის საამაყოა ღონისძიებაში ასეთი საინტერესო სპიკერების მონაწილეობა, ისევე, როგორც წარმოდგენილი თემების მრავალფეროვნება“, - განაცხადა მერი გაბაშვილმა. „საქართველოს ბანკი დასაბამიდანვე გახლავთ საქართველოში TEDx-ის ფორმატის კონფერენციის მხარდამჭერი და უცვლელი სპონსორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და, ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ. TEDxTbilisi 2016 -ის გამართვა შესაძლებელი გახდა წამყვანი ქართული კომპანიების - საქართველოს ბანკის, Room Hotel Tbilisi - ის, კრისტალის, ბორჯომის, გურიელის, ნატახტარის, თელიანი ველის, სამსუნგის, ჯეოლაბის, მარკეტერის, ჯამპსტარტ ჯორჯიას, Betterfly -ს და ჯორჯიან ივენთის მხარდაჭერით. მედია მხარდამჭერები არიან ლიბერალი და ტელეკომპანია GDS.
TEDx-ის შესახებ: x=დამოუკიდებლად ორგანიზებული ღონისძიება „იდეები, რომლებიც იმსახურებს გაზიარებას“ - ამ პრინციპის საფუძველზე TEDx-ი, ადგილობრივი, დამოუკიდებლად ორგანიზებული პროგრამა, აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ. პროგრამის ფარგლებში სპიკერები მათთვის განკუთვნილ თემაზე ღრმა ანალიზს და მსჯელობას გვთავაზობენ. სახელწოდებაში TEDx, x ნიშნავს დამოუკიდებლად ორგანიზებულ TED ღონისძიებას. TED კონფერენცია უზრუნველყოფს TEDx პროგრამის ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს, ხოლო ინდივიდუალური ღონისძიებები დამოუკიდებლად იგეგმება შესაბამისი წესებისა და რეგულაციების საფუძველზე. TED-ის შესახებ TED-ი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისია მნიშვნელოვანი და საინტერესო იდეების გაზიარებაა. „იდეები, რომლებიც იმსახურებს გაზიარებას“ - ასე ჟღერს მისი სლოგანი. TED სპიკერებს შორის არიან ბილ გეითსი, ჯეინ გუდოლი, ელიზაბეტ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ნანდან ნილეკანი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონჯო-ივეილა, სალ ხანი და დენიელ კეინმენი. TED-ის ინიციატივები იდეების გავრცელებისთვის მოიცავს TED.com-ს, სადაც ყოველდღიურად ხდება ახალი გამოსვლების ამსახველი ვიდეოების განთავსება; თარგმნით პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სუბტიტრების განთავსებას და გამოსვლის ბეჭდური ვერსიების შექმნას, ასევე მსოფლიოს მასშტაბით მოხალისეებისგან თარგმანების მიღებას; საგანმანათლებლო პროექტ TED-Ed-ს; ყოველწლიურ მილიონ დოლარიან პრიზს TED Prize, რომელიც მხარს უჭერს განსაკუთრებული ხედვისა და იდეის მქონე ადამიანებს, შეცვალონ სამყარო; TEDx-ს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფლებას აძლევს ათასობით ინდივიდს თუ ჯგუფს, რომ დამოუკიდებლად დაგეგმონ ადგილობრივი TED-ის სტილის ღონისძიებები და TED Fellows, პროგრამას, რომელიც მთელი მსოფლიოდან არჩევს ახალი იდეების მქონე ადამიანებს იმისთვის, რომ მათი პროექტებისა და აქტივობების ეფექტი უფრო ძლიერი და შთამბეჭდავი გახდეს. TED-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ წყაროებზე: http://twitter.com/TEDTalks, http://www.facebook.com/TED, https://instagram.com/ted .
(R)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)