12:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 18:32:29, 453 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების მინისტრების მოადგილეები გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ბავშვებით ვაჭრობისა და ბავშვთა პორნოგრაფია-პროსტიტუციის საკითხებში მო დე ბოერ-ბუკიკიოს შეხვდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების და ბავშვთა არალეგალური მიგრაციის რისკების შესახებ, ასევე, სასჯელაღსრულების სისტემაში არასრულწლოვანთა განთავსებასა და მათ რეაბილიტაციაზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილეებმა სპეციალურ მომხსენებელს სამინისტროების სამომავლო გეგმები და პროექტებიც გააცნეს.

გაერო-ს დელეგაცია საქართველოში 11 აპრილს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან; დელეგაცია შემაჯამებელ პრესკონფერენციასაც გამართავს და საქართველოს 18 აპრილს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics