12:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 15:48:50, 292 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმზე: ქვეყნის ფაქტოპბრივი ანექსიის გაგრძელების მცდელობა უნდა აღიკვეთოს

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღიკვეთოს ქვეყნის ფაქტოპბრივი ანექსიის გაგრძელების მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს არანაირი სამართლებრივი და იურიდიული ძალა არ ექნება.

"ეს არის პროვოკაციული მცდელობა, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ეს არის ასევე მცდელობა მცოცავი ანექსიის გაგრძელების და ჩვენი რეაქცია იქნება ის, რომ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აღიკვეთოს ქვეყნის ფაქტოპბრივი ანექსიის გაგრძელების მცდელობა", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით ჟენევის თანათავმჯდომარეები უკვე ინფორმირებულები არიან და მათთან აქტიური კომინიკაციაა დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics