20:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 19:13:16, 549 ნახვა

საზოგადოება
​არჩილ ხაბაძემ მწვანე კონცხზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. ამ ეტაპისთვის კონცხის ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ცენტრალური მაგისტრალიდან მისასვლელი გზის, ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების, ასევე მცოცავი გრუნტის გამაგრებას ითვალისწინებს. პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი სკვერის და მახინჯაურის სანაპირო ზოლის 800 მეტრი სიგრძის პლაჟის კეთილმოწყობა. ნავმისადგომად გადაკეთდება ზღვაში შეჭრილი 150 მეტრი სიგრძის პირსი, რომელზეც იატაკი დაიგება და მოაჯირები გაუკეთდება. მწვანე კონცხზე მდებარე სავაჭრო და კვების ობიექტებს დაევალათ თავიანთი ობიექტების მოდერნიზება და კეთილმოწყობა.

სამუშაოების მონახულებისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და სთხოვა, რომ აუცილებლად გაეთვალისწინებინათ შეზღუდული უნარების მქონე მოქალაქეთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისა და მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტის დაცვის ყველა ნიუანსი. არსებულ ობიექტებზე, სადაც 20 სხვადასხვა სიმძიმისა და სახეობის ტექნიკა მუშაობს,  200 ადგილობრივია დასაქმებული. სამუშაოებს 2 კომპანია „მონოლითი 2005" და შპს"გზები" ახორციელებს. სატენდერო პირობების თანახმად 3 მილიონ ლარად შეფასებული სამუშაოები 25 ივლისს უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია „მონოლითი 2005" წარმომადგენლის თქმით ყველაფერი 1 თვით ადრე ჩაბარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics